„თბილისობა 2019“-ის ფარგლებში მსჯავრდებულების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს [ფოტო]
„თბილისობა 2019“-ის ფარგლებში მსჯავრდებულების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს [ფოტო]

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინიციატივით და თბილისის მერიის მხარდაჭერით, თბილისობა 2019-ის ფარგლებში ორბელიანის მოედანზე მსჯავრდებულთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს.

ორი დღის განმავლობაში ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს, პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულების მიერ დამზადებული სხვადასხვა სახეობის ნივთი შეიძინოს.

„თბილისობის“ ფარგლებში ორბელიანის მოედანზე შვიდი პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულების 283 ნივთია გამოფენილი. მათ შორის არის ნახატები, თექით, ტყავით შესრულებული ნამუშევრები, ხეზე ნაკვეთი ნივთები, სამკაულები და სხვა.

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ ნივთების რეალიზაციიდან მიღებული თანხა მსჯავრდებულების ანგარიშებზე ირიცხება და მათი შემოსავლის წყაროს წარმოადგენს.

დატოვე კომენტარი