თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია [ფოტო]
თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია [ფოტო]

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია.

ცეცხლი გამხმარ ბალახსა და ბუჩქებს უკიდია.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია ორი სახანძრო ჯგუფი. მათივე ინფორმაციით, ცეცხლი ამ დროისთვის უკვე ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საშიშროება არ არსებობს.