თბილისის ზღვის ჰოსპიტლიდან კორონავირუსით ინფიცირებული ორი მოქალაქე რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს
თბილისის ზღვის ჰოსპიტლიდან კორონავირუსით ინფიცირებული ორი მოქალაქე ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში (რესპუბლიკური საავადმყოფო) გადაიყვანეს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს თბილისის ზღვის ჰოსპიტლის პრესსამსახურში განუცხადეს.
თბილისის ზღვის ჰოსპიტალში ახალი კორონავირუსი ორ პაციენტს დღეს დაუდასტურდა.