თბილისის ზღვის ჰოსპიტალში ხვალ დილით 21 პაციენტის ტესტის პასუხებს ელოდებიან
თბილისის ზღვის ჰოსპიტალში ხვალ დილით 21 პაციენტის ტესტის პასუხებს ელოდებიან

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში დღის განმავლობაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, – ამის შესახებ კლინიკურმა დირექტორმა კახა ბეროზაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, კლინიკაში სულ 41 პაციენტი იმყოფება, მათგან ხუთი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

„კლინიკაში ამ დროისთვის მოგვმართა 40-მა პაციენტმა. სტაციონარში ჯამში მოთავსებულია 41 პაციენტი, აქედან ხუთი რეანიმაციაში და დანარჩენი თერაპიულ განყოფილებაში. პაციენტების ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია. რეანიმაციაში მყოფი ორი პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე, იმყოფებიან მართვით სუნთქვაზე და აქვთ თანმხლები დაავადებები“ , – განაცხადა კახა ბეროზაშვილმა.

ამ დროისთვის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული არც ერთი პაციენტი არ წევს. ერთი ადამიანი, რომელსაც კოვიდინფექცია დაუდასტურდა, სხვა სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაიყვანეს.

ამასთან, კახა ბეროზაშვილი აცხადებს, რომ აღებულია 21 სინჯი და პასუხებს ხვალ დილით ელოდებიან.