თბილისის ზღვასთან ცეცხლი ერთ ჰექტარზე გავრცელდა [ვიდეო]

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი გამხმარ ბალახსა და ბუჩქებს უკიდია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია ერთი ჰექტარი ფართობი ტერიტორია.

ადგილზე მუშაობს სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.