თბილისის ზღვასთან ავტოავარიისას მცირეწლოვანი დაიღუპა
თბილისის ზღვასთან ავტოავარიისას მცირეწლოვანი დაიღუპა

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხუდადოვის ქუჩაზე ავტოავარია მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად, ერთ-ერთ ავტომობილში მყოფი მცირეწლოვანი დაიღუპა.

მომხდარი ფაქტი პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.