თბილისის წმინდა ეჩმიაძინის ეკლესიაში 1915 წელს დაღუპულთა ხსოვნასთან დაკავშირებით ლიტურგია ჩატარდა
თბილისის წმინდა ეჩმიაძინის ეკლესიაში 1915 წელს დაღუპულთა ხსოვნასთან დაკავშირებით ლიტურგია ჩატარდა

1915 წლის მოვლენების და წმინდანად შერაცხული დაღუპულთა ხსოვნისადმი თბილისის წმიდა ეჩმიაძინის ეკლესიაში საქართველოში სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ეპარქიის წინამძღვარმა, კირაკოს დავთიანმა, სასულიერო პირებთან ერთად ლიტურგია ჩაატარა.

საეკლესიო ცერემონიალს ესწრებოდნენ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუბენ სადოიანი, დიპლომატები, სათემო სტრუქტურების ხელმძღვანელები, მეცნიერები და თბილისის სომხური თემის წევრები. დამსწრე საზოგადოებამ სანთლები აანთო წმინდანად შერაცხულ დაღუპულთა ხსოვნისადმი.

დატოვე კომენტარი