თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალი 22-24 დეკემბერს გაიმართება

12:52, 20.12.2017

თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალი ეროვნულ ბიბლიოთეკაში 22 დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება.

საერთაშორისო ფესტივალის მიზანია საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზება, ახალი კონტაქტების დამყარება, წიგნის ბაზრის რეგიონალიზაცია და ზოგადად საგამომცემლო სექტორის განვითარების ხელშეწყობა.

ფესტივალზე ყოველწლიურად წარმოდგენილია როგორც ქართული, ასევე უცხოური გამომცემლობები, საელჩოები, მუზეუმები, ინსტიტუტები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ფონდები.

ფესტივალს წლების განმავლობაში საპატიო სტუმრის სტატუსით სტუმრობდნენ მწერლები სხვადასხვა ქვეყნიდან.

მსგავსი