თბილისის წიგნის დღეებზე პირველი არხის ლიტერატურული შოუ „წიგნების თარო“ იქნება წარმოდგენილი
თბილისის წიგნის დღეებზე პირველი არხის ლიტერატურული შოუ „წიგნების თარო“ იქნება წარმოდგენილი

თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში „ექსპო ჯორჯიაში“ „წიგნების თარო“ იქნება წარმოდგენილი. პირველი არხის ლიტერატურული შოუს წამყვანი გადაცემის ფორმატში დასვამს შეკითხვებს.

შეხვედრაზე ნებიზმიერ მსურველს ექნება საშუალება, გამოიცნოს კითხვა და დასაჩუქრდეს სპეციალური პრიზით.

საჯარო შეხვედრაზე გადაცემა წარადგენს „წიგნების თაროს“ პროექტს „ხალხის რჩეული“, რომელიც 15 ნოემბერს დაიწყება.

„წიგნების თარო“ დაინტერესებულ პირებს 16:00 საათიდან „ექსპო ჯორჯიას“ მეთერთმეტე პავილიონში უმასპინძლებს.