თბილისის ტექნოპარკი ქალ მეწარმეთა კვირეულს მასპინძლობს
თბილისის ტექნოპარკი ქალ მეწარმეთა კვირეულს მასპინძლობს

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკში ღონისძიება „ქალი და ინოვაცია”  გაიხსნა. კვირეულის ფარგლებში ორგანიზატორებმა ისრაელში სტარტაპ ეკოსისტემის შემქმნელი ტალ კატრანი მოიწვიეს, რომელსაც მეწარმე ქალთა მხარდამჭერ პროგრამებში დიდი გამოცდილება აქვს და სტარტაპერთა წარმატების მექანიზმი აქვს შემუშავებული.

შეხვედრაზე დამსწრე მეწარმე ქალებს მოწვეულმა სტუმრებმა და სხვადასხვა სფეროში წარმატებულმა ქალებმა საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

ღონისძიების პარალელურად ტექნოპარკის სივრცეში მეწარმე ქალთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. კვირეულის მიზანია ეკონომიკისა და პოლიტიკის განვითარებაში ქალის როლის გაზრდა.