თბილისის სკოლებთან პატრული მორიგეობს (ფოტო)
თბილისის სკოლებთან პატრული მორიგეობს (ფოტო)

საჯარო სკოლების გარე პერიმეტრის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა საპატრულო პოლიციას დაევალა. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, პოლიციის ეკიპაჟები თბილისის სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე პატრულირებენ და მოსწავლეების უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საჯარო სკოლების გარე პერიმეტრს საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს. სამართალდამცავები სკოლებთან იქამდე იმორიგევებენ, ვიდრე მანდატურის სამსახურის თანამშრომლები არ გადამზადდებიან.