თბილისის შვიდი საბავშვო ბაღი დღეს არ იმუშავებს
თბილისის შვიდი საბავშვო ბაღი დღეს არ იმუშავებს

თბილისში შვიდი საბავშვო ბაგა-ბაღი, სადაც საარჩევნო უბნები იყო გახსნილი, არ იმუშავებს. როგორც საქართველოს პირველ არხს დედაქალაქის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, მიზეზი სანიტარულ-სადეზინფენქციო სამუშაოების ჩატარებაა.

აღნიშნული სამუშაოები იმ ბაღებში ჩატარდება, სადაც საარჩევნო უბნები იყო განთავსებული. ეს ბაღებია: 144-ე, 150-ე, 155-ე, მე-3, 170-ე, 152-ე და 172-ე საბავშვო ბაღები.

სააღმზრდელო პროცესი აღნიშნულ ბაღებში 21 მაისიდან აღდგება.

სკოლებში, სადაც საარჩევნო უბნები იყო განთავსებული, სწავლის პროცესი არ შეფერხდება.

დატოვე კომენტარი