თბილისის შვიდ რაიონში მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის შვიდ რაიონში მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის შვიდ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

ისნის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია მეტრომშენის დასახლების, ტვიშის, უშაკოვის, მთისძირის, ყვარლის, ამირეჯიბის, საბანაკოს, მელაანის, მესხეთის, შალვა მშველიძის, ცუცქირიძის, წალენჯიხის, მიქელაძის, გეზათის, ჯორჯ ბუშის, ტოლენჯის, მეტეხისა და რატილის ქუჩების მაცხოვრებლებზე. 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხებათ მეტროსადგურ სამგორის მიმდებარე ტერიტორიის, ნავთლუღის დასახლების, მოსკოვის გამზირისა და წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის აბონენტებს.

ჩუღურეთის რაიონში, დიდხევის აღმართზე, ჯავახიშვილის, ხეთაგუროვის, ტოლსტოის, კანკავას, აჯამეთის, ჩიქობავას, გოცირიძისა და ზურაბ ქვლივიძის ქუჩებზე ელექტროენერგია 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეწყდება.

სამგორის რაიონში ელექტრომომარაგება 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა გავრცელდება ვარკეთილი-3 IV, VI, VII, VIII, IX კვარტლებში, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, აეროდრომის დასახლებაში, კახეთის გზატკეცილზე, შუამთის, ჯავახეთისა და კალოუბნის ქუჩებზე. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხებათ სამგორის დასახლების, რკინიგზის ჩიხის, თვალჭრელიძის, მაისურაძის, მიხეილ გახოკიძის, ბერიაშვილისა და დამპალოს ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა გავრცელდება ქინძმარაულის, ილია ბაბუციძის, ნაკადულისა და ოცხელის ქუჩებზეც.

ნაძალადევის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ბჟოლეთის, ახალდაბის, არალეთისა და მოლითის ქუჩების აბონენტებზე.

საბურთალოს რაიონში, პეტრე იბერის ქუჩაზე ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეწყდება. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე ​ელექტრომომარაგებაზე შეზღუდვა შეეხებათ ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ანტონოვსკაიას, ქართველიშვილისა და ოთარ ჭილაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა ასევე გავრცელდება კანდელაკის, ტაშკენტისა და ბუდაპეშტის ქუჩებზე.

ვაკის რაიონში, კეკელიძის, რაზმაძისა და პეტრიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს ელექტროენერგია
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეუწყდებათ.

დიდგორის რაიონში, კერძოდ კი სოფელ წავკისისა და შინდისის მოსახლეობას ელექტრომომარაგება
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეზღუდება.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – ნათქვამია „თელასის“ განცხადებაში.