თბილისის შვიდ რაიონში მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის შვიდ რაიონში მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის შვიდ რაიონში მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

საბურთალოს რაიონში პოლიტკოვსკაიასა და მინდელის ქუჩების მაცხოვრებლებს ელექტროენერგია 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეუწყდებათ.

სამგორის რაიონში ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია სადგური ლილოს, საქნავთის დასახლების, ლილოს დასახლების, მეკოკიშვილისა და იუმაშევის ქუჩების აბონენტებზე. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხებათ გუმათჰესისა და ჭიჭინაძის ქუჩებს.

ნაძალადევის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა შეეხებათ გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), მეტრო სარაჯიშვილის მიმდებარე ტერიტორიის, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I, IV კვარტლების, რომელაშვილის, გაბაშვილის, საგუბარის, გობრონიძის, ლაგურაშვილის, ლურჯქედისა და ღვალაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:30 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა ასევე გავრცელდება გურამიშვილის გამზირზე (ნაწილობრივ), ჭოპორტის, ლიახვისა და ჟინვალის ქუჩებზე.

ისნის რაიონში კახეთის გზატკეცილის, სამრეწველო დასახლების, ბერი გაბრიელ სალოსის, ბოგდან ხმელნიცკის, რუსუდანის, ნარგიზის, ივლეთის, წულაძის, თეთრიწყაროს, ციხისძირის, გეთიასა და ჯანელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეუწყდებათ.

დიდუბის რაიონში ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის II კვარტლისა და ბაქრაძის ქუჩის აბონენტებზე.

კრწანისის რაიონში პურის მოედნის, იერუსალიმის მოედნის, იერუსალიმის, აბოვიანის, ბერიძის, ერეკლე მეორის, ბეთლემის, გომის, თუმანიანის, ასკანის, აბო თბილელის, საიათნოვას, აბესაძის, თონეთის, კოტე აფხაზისა და გრიგოლ ხანძთელის ქუჩების მაცხოვრებლებს ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეუწყდებათ.

მთაწმინდის რაიონში ბოლო აღმართის, ოქროყანის აღმართის, ავთანდილის, წავკისის, ამაღლების, ოქროყანისა და დავითაშვილის ქუჩებზე ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეწყდება.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – ნათქვამია „თელასის“ განცხადებაში.