თბილისის შვიდ რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის შვიდ რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის შვიდ რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

საბურთალოს რაიონს ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ნაწილობრივ შეეზღუდება. კერძოდ, აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრისა და ფერაძის ქუჩებს.

ასევე, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა ნაწილობრივ შეეხება თამარაშვილის გამზირს. 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა ასევე გავრცელდება პეტრე სარაჯიშვილის ქუჩაზე.

ისნის რაიონში ელექტრომომარაგება 12:00 საათიდან 17:00 საათამდე ნაწილობრივ შეიზღუდება. კერძოდ, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირსა და მეველეს ქუჩაზე.

10:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდება კრწანისის რაიონში ორბელიანის მოედნის, ხაზინის, ფხოვის, თაბუკაშვილისა და ფურცელაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონს ელექტროენერგია 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია ნიკო მარის, ხევსურეთის, სააკაძის, ჯანელიძის, მეჯვრისხევისა და მანჯგალაძის ქუჩებზე.

დიდუბის რაიონის აბონენტებს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდებათ. კერძოდ, აკაკი წერეთლის გამზირის, კერესელიძის, გაფრინდაულის, გვეტაძის, ყიფიანის, ვახუშტი ბაგრატიონის, დიდუბის, აგლაძის, გოგოლაურისა და ხოშარაულის ქუჩების მაცხოვრებლებს.

შეზღუდვა ასევე გავრცელდება გლდანის რაიონზეც. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დავით სარაჯიშვილის გამზირისა და ლიბანის ქუჩებს.

ვაკის რაიონში ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეწყდება. კერძოდ, წყნეთის გზატკეცილის, წყნეთის ხევის, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, ილია ჭავჭავაძის გამზირის, კავსაძის, აბაშიძის, არაყიშვილის, თაქთაქიშვილის, გაბაშვილის, ყიფშიძის, მიქელაძის, ფალიაშვილის, მოსაშვილისა და ნინო რამიშვილის ქუჩებზე.

ელექტრომომარაგება შეიზღუდება სამგორის რაიონშიც 11:00 საათიდან 17:00 საათამდე. საუბარია ვარკეთილი-3 ზემო პლატოს (ნაწილობრივ), ჭიჭინაძის 360-ე კილომეტრის, გუმათჰესის, მოსტკოვის, ცისკარიშვილის, ენგურჰესის, იდუმალისა და ჭიჭინაძის ქუჩების აბონენტებზე.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – ნათქვამია „თელასის“ განცხადებაში.