თბილისის შვიდ რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის შვიდ რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის შვიდ რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

გლდანისა და ნაძალადევის რაიონებში ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია მუხიანის I, II მიკრორაიონების, მუხიანის „ა“ და „ბ“ მიკრორაიონების (ნაწილობრივ), სამხედრო დასახლების, მუხიანის ნაკვეთების, სოფელი გლდანის, ხევძმარის, დუმბაძის, გობრონიძის, შენგელიას, გრემის, კალოუბნის, ლეჩხუმის, თერჯოლის, ავალიშვილის, ვარდისუბნის, 26 მაისის, სვანეთის, გურამიშვილის, ალავერდის, გორგულის, ჯვარისის, რომის, შემოდგომის, იასამნის, სამეგრელოს, ხრესილის, რაჭის, ვანის, არტანუჯის, გომბორის, ტაძრის, ფირცხალავას, განთიადის, საჩხერისა და ყვარლის ქუჩების მაცხოვრებლებზე.

10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხება გურამიშვილის გამზირს, არალეთის, გურამიშვილის, ერწოს, ხევისუბნის, თოფურიძის, ცოტნე დადიანის, გიორგი სააკაძის, ხევსურეთის, ნიკო მარის, ლიკანის, ჩაქვის, ჯანელიძის, წიკლაურისა და მანჯგალაძის ქუჩებს.

ვაკის რაიონში ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია ჭავჭავაძის გამზირის, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, წყნეთის გზატკეცილის, იმედაძის გასასვლელის, ბაგების, არაყიშვილის, ფალიაშვილის, მიქელაძის, ყიფშიძის, აბულაძის, ნინო რამიშივლის, ირაკლი აბაშიძის, ჟვანიას, იმედაძის, გაბაშვილისა და ირაკლი უჩანეიშივლის ქუჩების აბონენტებზე.

საბურთალოს რაიონში დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, თავხელიძისა და მეფე არჩილის ქუჩების მაცხოვრებლებს ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეუწყდებათ.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ დელისის III ქუჩის, დელისის, ნუცუბიძის, ნადარეიშივლის, გაზაფხულის, ინტენსიფიკაციის, ანჯაფარიძის, ჯებაშვილის, კამანისა და პოლიტკოვსკაიას ქუჩების აბონენტებსაც.

ჩუღურეთის რაიონში ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა შეეხებათ წერეთლის გამზირს (ნაწილობრივ), მახათის მთას (ნაწილობრივ), ქვალონის, თვალჭრელიძისა და ცაიშის ქუჩებს.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა ასევე გავრცელდება ნინოშვილის, ჩუბინაშვილის, კონსტიტუციის, მარჯანიშვილის, დოდო აბაშიძის, უშანგი ჩხეიძის, უზნაძის, გრანელისა და ლენტეხის ქუჩებზე.

დიდუბის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), კერესელიძისა და აგლაძის ქუჩების მაცხოვრებლებზე.

სამგორის რაიონში, ბუხაიძის, ბერიაშვილის და აბაშვილის ქუჩებზე ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეწყდება.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – ნათქვამია „თელასის“ განცხადებაში.