თბილისის შვიდ რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის შვიდ რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის შვიდ რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირზე, ჩარგლის, გუდამაყრისა და ბუაჩიძის ქუჩებზე ელექტროენერგია 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეწყდება.

მთაწმინდის რაიონში ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია გუდიაშვილის მოედნის, ახოსპირელის, ბათუ კრავეიშვილის, ჩიტაძის, მოსიძის, კოტეტიშვილის, ინგოროყვას, ყიფიანის, არსენას, ვეძინის, ბესიკის, ჭონქაძის, აბესაძის, დადიანის, ლერმონტოვის, კოტე აფხაზის, ალავერდოვის, ბეთლემის აღმართის, აბო თბილელის, კუფტინის, ხანძთელის, საიათნოვას, ბერიძის, ანტონ კათოლიკოსის, სანაპიროს (ნაწილობრივ), ფურცელაძის, ათონელის, მტკვრის, ორბელიანის, ბარათაშვილის, სულხანიშვილისა და გოგჩას ქუჩების მაცხოვრებლებზე.

გლდანის რაიონში, წყალსადენის, შეშელიძისა და ფეიქართა ქუჩებზე ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეწყდება. 10:00 საათიდან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება
სოფელ გლდანში, გლდანის მასივის IIIა (ნაწილობრივ) და V მიკრორაიონებში.

საბურთალოს რაიონში ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა შეეხებათ სოფელ დიღმის (ნაწილობრივ), ლუკიანე თაბუკაშვილის, ქავთარაძისა და თავხელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია ნადიკვარის I ქუჩის, ნადიკვარის დასახლების (ნაწილობრივ), კალანდაძისა და ბერძნის ქუჩების აბონენტებზე.

ვაკის რაიონში, ბაგების სატყეო უბანსა და იმედაძის ქუჩაზე ელექტროენერგია 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეწყდება.

ჩუღურეთის რაიონში აღმაშენებლის გამზირის, უზნაძის, ტეტელაშვილისა და ჩხეიძის ქუჩების მაცხოვრებლებს ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეუწყდებათ.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – ნათქვამია „თელასის“ განცხადებაში.