თბილისის შვიდ რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის შვიდ რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის შვიდ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

სამგორის რაიონში, გარდაბნის გზატკეცილზე, წმინდა ბარბარეს უბანში, ქინძმარაულის შესახვევში, ოცხელის, ქინძმარაულის, წმინდა ბარბარესა და ნაკადულის ქუჩებზე ელექტროენერგია 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეწყდება.

ჩუღურეთის რაიონში აღმაშენებლის გამზირისა და კახიძის ქუჩის მაცხოვრებლებს ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეუწყდებათ.

ნაძალადევის რაიონში ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია თემქის დასახლების IV მიკრორაიონისა და ზღვისუბნის დასახლების IV კვარტლის (ნაწილობრივ) აბონენტებზე. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხებათ გურამიშვილის გამზირისა (ნაწილობრივ) და ბარამიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა გავრცელდება დიღმის სასწავლო მეურნეობაში, ნიკოლოზ ჩაჩავას (ნაწილობრივ), ფერაძისა (ნაწილობრივ) და პეტრიწის ქუჩებზე.

10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა ასევე გავრცელდება ვაჟა-ფშველას გამზირსა (ნაწილობრივ) და პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე.

მთაწმინდის რაიონში მესხის, ყიფიანისა და მთაწმინდის ქუჩებზე ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეწყდება.

კრწანისის რაიონში ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 12:30 საათამდე შეიზღუდება. საუბარია გრიშაშვილის, ცურტაველის, ხონელის, ხარფუხის, სოღანლუღის, შუშინის, ფირდოუსის, ფაბრიკის, ბააზოვის, იბრაჰიმ ისპაჰანლის, განჯელის, თელეთის, ხუციშვილის, მერჩულეს, საბანაძის, ქუმსიაშვილის, ბერძნის, ლორთქიფანიძის, ბექა ოპიზარის, დეკაბრისტების, წალკისა და ნადიკვარის ქუჩების მაცხოვრებლებზე. 13:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხებათ გორგასლისა და გულუას ქუჩებს.

ვაკის რაიონში ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია ჭავჭავაძის გამზირისა (ნაწილობრივ) და თამარაშვილის ქუჩის აბონენტებზე.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – ნათქვამია „თელასის“ განცხადებაში.