თბილისის შვიდ რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის შვიდ რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის შვიდ რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

გლდანის რაიონში ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება სარაჯიშვილის გამზირის, ლიბანის, ილორის, ზარზმისა და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩების მაცხოვრებლებისთვის.

10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხებათ გლდანის მასივის IIIა, V მიკრორაიონებისა და დავით ჯაბიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონის აბონენტებს ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ. საუბარია ფანასკერტელი-ციციშვილისა და ლიხაურის ქუჩებზე.

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა გავრცელდება ყაზბეგის გამზირსა და ქუთათელაძის ქუჩებზე.

სამგორის რაიონში ელექტროენერგია 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, აეროდრომის დასახლების VII, VIII, IX, X, XI ქუჩების, ხომლელის, კალოუბნისა და ჯავახეთის ქუჩებზე.

ელექტრომომარაგება შეწყდება კრწანისის რაიონშიც. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მაჩაბელის, ასათიანის, თელეთის, მერჩულეს, ცურტაველის, ქუმსიაშვილის, ბერძნის, ლორთქიფანიძის, გრიშაშვილის, ბექა-ოპიზარის, დეკაბრისტების, საბანიძისა და წალკის ქუჩებს.

ნაძალადევის რაიონში, გუდამაყრის ქუჩის მაცხოვრებლებს ელექტრომომარაგება 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეეზღუდებათ.

ჩუღურეთის რაიონის აბონენტებს ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეუწყდებათ. საუბარია აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ზუგდიდის, ევდოშვილის, სოხუმის, ფოთის, თევდორე მღვდლის, ვახუშტი ბაგრატიონისა და ბათუმის ქუჩების მაცხოვრებლებე.

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლამის II და III ქუჩების, ლამის, დავითაშვილის, დიღომბარის, სააკაძის, ბერიაშვილის, სიღნაღის, ნინო და კალისტრატე სალიების ქუჩების მცხოვრებლებს.

ასევე, 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ხეხილ-სანერგე მეურნეობის, მახათას მთის, ქურთების დასახლების, ხუდადოვის, ხონის, სალხინოს, სენაკის, თეკლათის, აბაშის, ტაშირის, ლანჩხუთის, გივიშვილის, ჭალადიდის, ლებარდოს, ასხინის, მეორე ქვალონის, ცაიშის, ცხრა ძმის, აფხაზეთის, ლაილაშის, ყირიმის, აჭარის, მარუაშვილის, ტყეკულტურის, არგვეთის, ზაზიშვილის, აგარის, მეუნარგიას, დადიანის, ვეშაპურის, ზაქრაძის, ქურდიანის, გრომოვის, ლალიონის, რეხის, აგიაშვილის, ბეთაშვილის, ბარაკონის, დურმიშიძის, ჯორჯაძის, გაბისკირიას, მნათობის, ჩეჩელაშვილის, ნორიოს, ლარეხის, ართვინის, მიჩურინის, ქინქლაძის, როსტოვის, კიკვიძის და თეთნულდის ქუჩებს.

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ ვაკის რაიონის, დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – ნათქვამია „თელასის“ განცხადებაში.