თბილისის შვიდ რაიონს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის შვიდ რაიონს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის შვიდ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია სოფელი ლისის, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ფერმწერთა და ავთო ვარაზის ქუჩების მცხოვრებლებზე.

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ დიდი დიღმის III მიკრორაიონის, სოფელი დიღმის, მეფე მირიანის და პეტრიწის ქუჩების აბონენტებს. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა ასევე გავრცელდება ზემო ვეძისის დასახლებაში, ონიაშვილის, კანდელაკის, ცხინვალის, ლევანდოვსკის, ლომონოსოვის, გამყრელიძის, ყუშიტაშვილის, ალასანიას, ვაზისუბნის, ბუდაპეშტის, ლვოვის, ივანე ბერიტაშვილის, ვახტანგ ჩიქოვანის, თამაზ ნადარეიშვილის, ინტენსიფიკაციის, გაზაფხულის, დელისის, კამანის და ნუცუბიძის ქუჩებზეც.

დიდუბის რაიონში, დიღმის მასივის IV მიკრორაიონში დენი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეწყდება.

მთაწმინდის რაიონში, რუსთაველის გამზირზე, გალაკტიონ ტაბიძის, ლერმონტოვის, შალვა დადიანის და ათონელის ქუჩებზე ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეწყდება.

სამგორის რაიონში ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია მოსკოვის გამზირის, კახეთის გზატკეცილის, ქინძმარაულის, ქიზიყის, ნაკადულის, ჩხავერის, თავკვერის, საფერავის, ალექსანდროულის, ველისთავის, ქაიროს, ჯავახეთის და ოცხელის ქუჩების მცხოვრებლებზე.

ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირის, შავსოფლის, ლუსინიანის, სამასი არაგველის, ბოდბის, არბოშიკის, ზახაროვის, ბოჭორმის და იალბუზის ქუჩების აბონენტებს დენი 10:30 საათიდან 15:00 საათამდე შეუწყდებათ.

გლდანის რაიონში ელექტრომომარაგება 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა შეეხებათ გლდანის მასივის III, IV მიკრორაიონების, მუხიანის III მიკრორაიონის, ფეიქართა, ნოზაძის და ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) და ნინოშვილის ქუჩის მცხოვრებლებზე.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – ნათქვამია „თელასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.