თბილისის შემოსასვლელთან ავტოსაგზაო შემთხვევისას ექვსი ადამიანი დაშავდა 
თბილისის შემოსასვლელთან ავტოსაგზაო შემთხვევისას ექვსი ადამიანი დაშავდა 

თბილისის შემოსასვლელთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შემდეგაც გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და კლდეს შეეჯახა.

დაშავებულია ექვსი ადამიანი, სამი მათგანი ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.