თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე თოვლისგან გზის გაწმენდა და ტექნიკური მარილის დაყრა მიმდინარეობს
თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე თოვლისგან გზის გაწმენდა და ტექნიკური მარილის დაყრა მიმდინარეობს

თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე თოვლისგან გზის გაწმენდა და ტექნიკური მარილის დაყრა მიმდინარეობს. ამ მიზნით  შპს „თბილსერვის ჯგუფი“ საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

როგორც „თბილსერვის ჯგუფში“ აცხადებენ, საჭიროების შემთხვევაში, გზის გაწმენდის სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.

„თბილსერვის ჯგუფი” მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და აღნიშნულ ტერიტორიაზე ზაფხულის საბურავებიანი ავტოტრანსპორტით გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

პრობლემების შემთხვევაში კი, მოქალაქეებმა უნდა დარეკონ  „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე – 2619050 ან თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ცხელ ხაზზე – 2722222.