თბილისის საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია მაისის შუა რიცხვებში დაიწყება
თბილისის საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია მაისის შუა რიცხვებში დაიწყება

თბილისის საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია შარშანდელთან შედარებით ერთი თვით ადრე, მაისის შუა რიცხვებში დაიწყება. ამის შესახებ პირველ არხს ბაღების მართვის სააგენტოდან აცნობეს.

გასულ წლებში რეგისტრაციის პროცესი ივნისის პირველ რიცხვებში მიმდინარეობდა.

სააგენტოს ინფორმაციით, გასული წლის მსგავსად, წელსაც დედაქალაქის მასშტაბით 40 საზაფხულო ბაღი იმუშავებს, რომლებშიც 13 ათას ბავშვს მიიღებენ. საზაფხულო ბაღები მთელი ივლისის განმავლობაში იფუნქციონირებს.

ამასთან, ბაღებში საყოველთაო რეგისტრაცია გასულ წლებთან შედარებით, ასევე ერთი თვით ადრე, ივნისში დაიწყება. პირველ ეტაპზე, ბაღებში სოციალურად დაუცველი და იმ ოჯახებიდან ჩაირიცხებიან ბავშვები, რომელთა შვილი უკვე იმავე ბაღის აღსაზრდელია. მომდევნო ეტაპზე კი, ასევე ივნისში, ბაღში ყველა დანარჩენი მსურველი შეძლებს დარეგისტრირებას.