თბილისის საზაფხულო ბაღებში ამ დროისთვის 9 ათასამდე ბავშვი დარეგისტრირდა
თბილისის საზაფხულო ბაღებში ამ დროისთვის 9 ათასამდე ბავშვი დარეგისტრირდა

თბილისის საზაფხულო ბაღებში ამ ეტაპზე 9 ათასამდე ბავშვი დარეგისტრირდა, – ამის შესახებ პირველ არხს თბილისის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოდში განუცხადეს.

სააგენტოს ინფორმაციით, პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.

რეგისტრაცია დღეს სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე www.kids.org.ge 12:00 საათიდან დაიწყო და ადგილების შევსებამდე გაგრძელდება.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის კახა გვანცელაძის თქმით, ბაღების სერვისს ივლისში დედაქალაქის 40 საბავშვო ბაღში 13 000 აღსაზრდელი უფასოდ მიიღებს.

სააგენტოს ინფორმაციით, საზაფხულო ბაღები არის თბილისის მერიისა და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს სოციალური პროექტი, რომელიც 40 ბაღში ივლისის თვეში სააღმზრდელო პროცესის გაგრძელებას გულისხმობს.

ამასთან, საზაფხულო ბაგა-ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელები მომსახურებას მხოლოდ მიმდინარე წლის ივლისის თვეში მიიღებენ და აღნიშნული რეგისტრაცია არ ეხება 2018-2019 სააღმზრდელო წელს.

თბილისში საზაფხულო ბაღები 2018 წლის 2 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით იმუშავებს ბაგა-ბაღებში:

გლდანის რაიონი – N153, N48 N205, N216, N186
დიდუბის რაიონი – N11, N92, N23, N15.
ვაკის რაიონი – N1, N27, N142, N83, ბაგა-ბაღი „ჩიორა“.
ისნის რაიონი -N202 , N29, N26, N215, N182.
კრწანისის რაიონი -N51, N206.
მთაწმინდის რაიონი – N170, N152, N162
ნაძალადევის რაიონი – N9, N79, N60, N143, N80.
საბურთალოს რაიონი – N197, N171, N112.
სამგორის რაიონი – N128, N12, N210, N45. N196, N72.
ჩუღურეთის რაიონი – N34, N5.