თბილისის სატრანსპორტო კომპანია – მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი“ მგზავრებს დროებით ვერ ემსახურება
მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი“ დროებით ვერ ემსახურება მგზავრებს, – ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული.
მათივე განმარტებით, მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი“ მგზავრთა მიღებას მცირე ხნით ესკალატორზე შექმნილი ტექნიკური ხარვეზის გამო აჩერებს.
„დაზიანების აღმოფხვრის მიზნით ადგილზე შესაბამისი ტექნიკური სამსახური მუშაობს. სამუშაოების დასრულებისთანავე სადგური ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მომსახურებას.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“, – ნათქვამია განცხადებაში.