თბილისის სატელევიზიო ანძა ვარდისფრად განათდა

21:37, 30.09.2026

თბილისის საკრებულო მსოფლიოს მასშტაბით ოქტომბერში დაგეგმილ ღონისძიებებს უერთდება, რომლის ფარგლებში თბილისის სატელევიზიო ანძა ვარდისფრად განათდა.

კამპანია „ვარდისფერი ოქტომბერი“ უკვე წლებია ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ოქტომბერში ტარდება. საინფორმაციო კამპანიების ჩატარების მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ქალმა იცოდეს სკრინინგის პროგრამის შესახებ, რომელსაც სახელმწიფო სრულად აფინანსებს.

როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა აღნიშნა, „ვარდისფერი ოქტომბერი’’ კიდევ ერთხელ გვახსენებს რამდენად მნიშვნელოვანია დაავადების პრევენცია და დროული აღმოჩენა.

„ვარდისფერი ოქტომბერი“ მთელ მსოფლიოში 1997 წლიდან აღინიშნება და ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.კამპანიას საერთაშორისო ხასიათი აქვს და მასში ყოველწლიურად მსოფლიოს არაერთი ქვეყანა იღებს მონაწილეობას.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

 

მსგავსი