თბილისის სატელევიზიო ანძა უკრაინის დროშის ფერებში განათდა
უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისის სატელევიზიო ანძა უკრაინის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა.
ინფორმაციას და ფოტომასალას საქართველოში უკრაინის საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს.
უკრაინამ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1991 წლის 24 აგვისტოს გამოაცხადა.