თბილისის საქალაქო სასამართლოსთან სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ. „შეწყდეს პოლიტიკური დევნა“ აღნიშნული ლოზუნგით „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრები სამართალდამცველების მხრიდან სამოქალაქო აქტივისტების დაკავებას აპროტესტებენ.

მათი თქმით, პერფორმანსი სიმბოლურია, ვინაიდან აქციის პარალელურად ოთხი აქტივისტის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, საქმე ეხება 19 თებერვალს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ აქციაზე დაკავებული 19 აქტივისტის საქმეს.