თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლები აქციას მართავენ
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლები აქციას მართავენ

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლები აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები 20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელის, ლევან იმერლიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის გირაოთი შეცვლას აპროსტესტებენ.

„ეს არის სახე ქართული სასამართლოსი, რომელსაც რეალურად ბიძინა ივანიშვილის სახე აქვს. გუშინდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთი გზავნილი იყო ბიძინა ივანიშვილისგან. იმ 20 ადამიანს, რომელიც დაკავებულია, რამდენიმე ადამიანს ძალიან მძიმედ აქვს მდგომარეობა და რეანომობილით მიჰყავთ, მოჰყავთ სასამართლოში, ბევრი შუამდგომლობის მიუხედავად, არ ათავისუფლებენ. თუმცა იმავე მოტივით ათავისუფლებენ ერთადერთ ადამიანს, რომელიც გადაცდომაზე ჰყავდათ დაკავებული, თითქოს ამ ადამიანმა ისროლა 800-ზე მეტი ტყვია და დაასახიჩრა 100-ზე მეტი ადამიანი. ადეკვატური უნდა იყოს სასამართლო სხვა დაკავებულებთან. ჩვენ არ ვაპირებთ შევეგუოთ შერჩევით სამართალს“, – განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებულ სპეცრაზმელს, ლევან იმერლიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალა. სპეცრაზმელი დარბაზიდან გუშინ გაათავისუფლეს. სასამართლომ ბრალდებულს 10 000 ლარიანი გირაო დააკისრა.

ლევან იმერლიშვილი 15 ივლისს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ 2019 წლის 21 ივნისს, გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე, მან გადაამეტა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ფიზიკურად იძალადა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკავებულ პირზე.

დატოვე კომენტარი