20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელი სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელი სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებულ სპეცრაზმელს, ლევან იმერლიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალა. სპეცრაზმელი დარბაზიდან გაათავისუფლეს.

სასამართლომ ბრალდებულს 10 000 ლარიანი გირაო დააკისრა.

სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა, მიზეზად კი ლევან იმერლიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. დაცვის პოზიციას არ იზიარებს ბრალდების მხარე. პროკურორის განმარტებით ბრალდებულს საჭირო სამედიცინო დახმარების მიღება პენიტენციურ დაწესებულებაშიც შეუძლია.

ლევან იმერლიშვილი 15 ივლისს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ 2019 წლის 21 ივნისს, გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე, მან გადაამეტა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ფიზიკურად იძალადა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკავებულ პირზე.