თბილისის საქალაქო სასამართლოში ზურაბ ჯაფარიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

11:50, 22.06.2018

თბილისის საქალაქო სასამართლოში „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის, სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

ჯაფარიძე 12 მაისს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დააკავეს, საიდანაც გლდანი-ნაძალადევის განყოფილებაში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო „გირჩის“ ლიდერს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავება, რაც პოლიციელების მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

საქმეს მოსამართლე ნინო ჭალიძე განიხილავს. ზურაბ ჯაფარიძე პროცესზე ამ მოსამართლის აცილებას ითხოვდა. სწორედ ჭალიძე იყო მოსამართლე, რომელმაც 3 მაისს გამართულ პროცესზე „გირჩის“ ორ ლიდერს, ვახტანგ მეგრელიშვილსა და იაგო ხვიჩიას, 10-10-დღიანი პატიმრობა შეუფარდა, ხოლო ზურაბ ჯაფარიძეს – 2 000 ლარის გადახდა დააკისრა.

მოსამართლემ ეს შუამდგომლობა დღევანდელ პროცესზე არ დააკმაყოფილა.

მსგავსი