თბილისის საქალაქო სასამართლოში ზურაბ ჯაფარიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ზურაბ ჯაფარიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში „გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატის, ზურაბ ჯაფარიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

არსებითი სხდომაზე დღეს დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა და მოწმეების დაკითხვა იგეგმება.

ჯაფარიძე მიმდინარე წლის 12 მაისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დააკავეს, საიდანაც გლდანი-ნაძალადევის განყოფილებაში გადაიყვანეს. „გირჩის“ ლიდერს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებიან, რაც პოლიციელების მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ზურაბ ჯაფარიძე არ იზიარებს ბრალდების პოზიციას და ამბობს, რომ ბრალდებას მტკიცებულებები არ გააჩნია.

„პროცესი ეხება 12 მაისის ღამეს, რუსთაველის გამზირიდან ჩემს გატაცებას. წინა პროცესზე ბრალდების მხარემ ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა. საქმეში მხოლოდ ორი პოლიციელის წერილობითი ჩვენებაა, რომლებიც ერთმანეთისგანაა გადაწერილი. თუ სასამართლო დააკმაყოფილებს ბრალდების მხარის მოთხოვნას სავარაუდოდ, მას გავასაჩივრებ. ალბათ, ისევ ჯარიმას მომისჯიან. იცით, რომ უკვე შემიფარდეს 2 000 ლარიანი ჯარიმა, რომელსაც პრინციპულად არ ვიხდი. პატრონ-მომკითხავი მას არავინ ჰყავს. დაამატებენ კიდევ რაღაც თანხას, რომელსაც ასევე არ გადავიხდი“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

დატოვე კომენტარი