თბილისის საქალაქო სასამართლოში ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის სარჩელის განხილვა შეწყდა
თბილისის საქალაქო სასამართლოში ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის სარჩელის განხილვა შეწყდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის სარჩელის განხილვა შეწყდა.

სარჩელი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წინააღმდეგ იყო მომზადებული.

მოსარჩელეები იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვდნენ, რომლითაც მათი თქმით, შეეზღუდათ მშვიდობიანი შეკრების უფლება და არ მიეცათ კარვის განთავსების შესაძლებლობა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე.

თუმცა, ამ ფაქტის შემდეგ ზაზა სარალიძემ და მისმა მხარდამჭერებმა უკვე გაშალეს კარავი რუსთაველის გამზირზე. ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის ინტერესებს სასამართლოში EMC-ს და საიას იურისტები იცავდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ამ დროისთვის კარვების გაშლის აკრძალვის საფუძველი არ არსებობს, თუმცა, მოსარჩელეებს აინტერესებდათ, რა იყო საფუძველი მაშინ, როდესაც მათ კარვების აშლა აუკრძალეს.