თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ირაკლი ოქრუაშვილი იკითხება

16:55, 02.04.2025

თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის მონაწილეობით თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი იკითხება. ოქრუაშვილი სასამართლოში ადვოკატ მამუკა ჭაბაშვილთან ერთად მოვიდა.

ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის, მამუკა ჭაბაშვილის განცხადებით, ოქრუაშვილი პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით მაგისტრ მოსამართლესთან უნდა დაიკითხოს.

„ოქრუაშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს, თუმცა თავად ოქრუაშვილმა ითხოვა სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვა“, – განაცხადა ადვოკატმა

თავად ირაკლი ოქრუაშვილმა თქვა, რომ კომენტარს გამოკითხვის შემდეგ გააკეთებს.

პროკურატურამ  გამოძიება 349-ე მუხლით დაიწყო, რაც საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. პროკურატურამ გამოძიება ოქრუაშვილის წინააღმდეგ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ოქრუაშვილმა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოცხადებაზე უარი თქვა.

მსგავსი