თბილისის საქალაქო სასამართლოში ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე წინასასამართლო სხდომა დისტანციურად ჩატარდება
თბილისის საქალაქო სასამართლოში ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე წინასასამართლო სხდომა დისტანციურად ჩატარდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე წინასასამართლო სხდომა დისტანციურად გაიმართება.

სხდომაზე ადვოკატები პროცესის სასამართლო დარბაზში გამართვის შუამდგომლობასთან ერთად, ამ საქმეზე დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობის შეცვლას მოითხოვენ.

კერძოდ, ადვოკატები გეგმავენ, რომ აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე ყოველგვარი აღკვეთის ღონისძიების გარეშე გათავისუფლდნენ. ალტერნატივად კი, გირაოს შეფარდებას მოითხოვენ.

ხუსკივაძეს და კობალაძეს ბრალად ედებათ ჯგუფურად განხორციელებული იძულება, მუქარა და ქრთამის მიცემა, ასევე, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.

ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე თედო გობეჯიშვილი 7 ნოემბერს გარდაიცვალა.

დატოვე კომენტარი