თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმე იაკობ ბრეგვაძე გამოკითხეს
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმე იაკობ ბრეგვაძე გამოკითხეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმე იაკობ ბრეგვაძე და ექსპერტი გამოკითხეს.

სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ მოწმეს არ უსაუბრია, რა ჩვენება მისცა და მოხდა თუ არა მისი მხრიდან კონკრეტული პირების ამოცნობა-დასახელება.

იაკობ ბრეგვაძის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა აღწერა მომხდარის გარემოებები. ამასთან, მისივე თქმით, არასწორია იმაზე აპელირება, რომ იაკობ ბრეგვაძე ჩვენებებს ცვლის.

„ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა დღეს პროცესზე ყველა კითხვას გასცა პასუხი. ყოველთვის, როცა აპელირება მიმდინარეობს იმაზე, რომ იაკობ ბრეგვაზე ცვლის ჩვენებებს, ეს არასწორია. ძალიან კარგია, რომ თქვენთვის საქმის მასალები ხელმისწავდომია და მათ შორის, ცნობილია მისი ჩვენებები. მან სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გარკვეულწილად აღიდგინა ის კადრები, რაც რეალურად იმ საღამოს იქ მიმდინარეობდა. კონკრეტული სახელები და გვარები მან არ იცის. ამას თავიდანვე ვამბობდით. კონკრეტული ადამიანები, რომლებიც იქ იმყოფებოდნენ, სახელებით არ იცის, უბრალოდ ის აღწერს მოქმედებებს, რომელი მათგანი, რას ასრულებდა. კონკრეტული პირების ამოცნობას ადგილი არ ჰქონია, მან მხოლოდ და მხოლოდ იმ ადამიანების ჩაცმულობა და აღნაგობა იცის, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ. ხოლო ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა მოქმედებებს ახორიცელებდნენ, იცის მხოლოდ და მხოლოდ მათი მოქმედებები.

იაკობ ბრეგვაძემ დღეს, დაცვის მხარის ყველა კითხვას პასუხი ამომწურავად გასცა. ძირითადად, კითხვები შეეხება ავტომაქანა „მერსედესის“ მოსვლისას რა თანმიმდევრობით გადმოვიდნენ, ხელში ვის რა ეჭირა, როგორ აღიქვა, რომ რკინა იყო. ბრეგვაძემ განმარტა, ეს მძიმე რკინა ეჭირა ადამიანსო. ჰკითხეს, რატომ გაიქეციო და უპასუხა, რომ მას შეეშინდა და ამიტომ.

112-ის ზართან დაკავირებით დღეს კითხვები პრაქტიკულად არ ყოფილა. ვთვლი, რომ ამასთან დაკავშირებით კითხვები არც უნდა არსებობდეს, რადგან გამოქვეყნებულია, ის ყველას მოსმენილი გვაქვს. კიხთვა იყო ასეთი: პრეტენზიული ტონით ელაპარაკები 112-ს, მალე თუ არ მოხვალთ, მარტო მე ვარ აქ და მე ხომ არ დამიჭერთო, საერთოდ, პოლიციას ასე ელაპარაკებიო? ბრეგვაძემ კი უპასუხა, რადგან ვითხოვდი, მალე მოსულიყვნენ და არ მოვიდნენ, ეს ტონიც აღელვების გამო იყოო“, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.

პროკურორ ვახტანგ ცალუღელაშვილის განცხადებით, იაკობ ბრეგვაძის მიერ მიცემული ჩვენებები არ შეცვლილა და იდენტურია. მისივე შეფასებით, აღნიშნული მოწმე სასამართლოს წინაშე სიმართლეს საუბრობს.

„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დასრულდა საქმეზე დაზარალებულის დაკითხვა, რომელმაც დაცვის მხარის მიერ დასმულ ჯვარედინ კითხვებს უპასუხა. მან კიდევ ერთხელ გაიხსენა ის გარემოებები, თუ რა დაინახა, რა ფაქტს შეესწრო, დეტალურად აღწერა მასზე და მასთან ერთად მყოფ დაზარალებულებზე თავდასხმის ფაქტი. მან ისაუბრა თავდახმის მომენტებზე, როგორც „მერსედესის“, ასევე „ტოიოტა ქამრის“ ეპიზოდზე. ისაუბრა, თუ რა დაინახა კონკრეტულად თავდასხმის მომენტში, მიუთითა იმ პირების რაოდენობა, რამდენი ადამიანიც თავდასხმის დროს დაინახა. მოწმეს არც ერთ ეტაპზე არ შეუცვლია ჩვენება, ის რამდენჯერმე დაიკითხა სასამართლოში და მისი ჩვენებები იდენტურია. ის სასამართლოს წინაშე საუბრობს სიმართლეს, რაც იცის იმ ფაქტთან დაკავშირებით.

რაც შეეხება მის გუშინდელ ვიზიტს პროკურატურაში, ის დაზარალებულის სტატუსით სარგებლობს, ნებისმიერ დროს აქვს უფლება, თუ რამე შეკითხვები ექნება, პროკურატურას მიმართოს. რამდენადაც ჩცემთვის ცნობილია, ის პროკურატურაში თავის ნივთებთან დაკავშირებით იყო მისული, რაზეც მან პასუხები მიიღო.

დღევანდელ სხდომაზე ასევე დაიკითხა ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის ჩამტარებელი ექსპერტი, რომელმაც დეტალურად ისაუბრა მის მიერ ჩატარებულ კვლევასთან დაკავშირებით. მან ისაუბრა „ტოიოტა ქამრის“ ეპიზოდთან დაკავშირებით. დაადასტურა ის ფაქტი, როდის ჩნდება ის კადრებში, როდის მოდის, რამდენი ადამიანი გადმოდის იქიდან, განმარტა, რომ ექვსი ადამიანი გადმოვიდა. მან ისიც დაადასტურა, რომ ვიდრე ავტომანქანა მხედველობის არეალიდან გავიდოდა, ჩანს ერთი ადამიანი. დაზარალებულს სასამართლო სხდომაზე არ ამოუცნია არც ერთი პირი. მან განმარტა კიდეც, სახეზე არ დაუნახავს, შესაბამისად, ამოცნობა არ შეუძლია“, – განაცხადა პროკურორმა.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი, გიორგი ფოფხაძე აცხადებს, რომ მოწმე იაკობ ბრეგვაძემ მხოლოდ დღევანდელ ჩვენებაში თქვა სიმართლე.

„ბრეგვაძემ ერთადერთხელ დღეს თქვა სიმართლე. დადებითად შევაფასებდი იმას, რაც ისუბრა. როგორც იქნა, ალბათ, აღიდგინა ყველაფერი და შეაფასა ისე, როგორც უნდა შეეფასებინა. მან განაცხადა ის ფაქტი, რაც იყო, არ დაუნახავს, რამდენი გადმოვიდა მანქანიდან, რა განახორციელეს. ფაქტობრივად, მხოლოდ ის დაადასტურა, რომ გაიქცა, შევიდა შენობაში და იქიდან იყურებოდა. მან პირდაპირ აღიარა, რომ არავის ამოცნობა არ შეუძლია, არავისთვის ხელის დადება არ შეუძლია, ვინაიდან არ დაუნახავს როცა ურტყამდნენ, რა ქმედება განახორციელეს. ვფქირობ, დღეს მან როგორც იქნა სიმართლე ილაპარაკა. კმაყოფილი ვარ მისი მიცემული ჩვენებით“, – განაცხადა გიორგი ფოფხაძემ.

საქმის განხილვა სასამართლოში 21 იანვარს გაგრძელდება.

დატოვე კომენტარი