თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს, რის შემდეგაც საბოლოო სიტყვით ისარგებლებს გიორგი რურუა.

მხარეები სხდომის დასკვნით ეტაპზე რეპლიკის უფლებითაც ისარგებლებენ, რის შემდეგაც მოსამართლე განაჩენის მისაღებად სათათბიროდ უნდა გავიდეს, თუმცა ჯერ უცნობია, მოესწრება თუ არა ყველა პროცედურა დღეს.

გიორგი რურუას ადვოკატები პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მოსალოდნელი განაჩენიც პოლიტიკური იქნება. ​გიორგი რურუას პატიმრობის ვადა მათი ინფორმაციით, 17 აგვისტოს იწურება და განაჩენიც მანამდე უნდა გამოცხადდეს.

დღევანდელ სხდომას „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ესწრებიან.

გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.