თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას საქმეზე სხდომა მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას საქმეზე სხდომა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე სხდომა ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით გრძელდება.

როგორც ბრალდებულ გიორგი რურუას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა სხდომის დაწყებამდე განაცხადა, დღეს ერთ-ერთი პოლიციელი უნდა დაიკითხოს.

„დღეს დაიკითხება პოლიციის თანამშრომელი ბექა მახარაძე, პირი, რომელმაც უშუალოდ ჩაუდო იარაღი გიორგი რურუას. ჩვენი პოზიცია იქნება, მისი დანაშაული გამოვააშკარაოთ. მოხდა საქმის გაყალბება, რის გამოც გიორგი რურუა ექვსი თვეა პატიმრობაშია. ასევე შესაძლოა ექსპერტი დაიკითხოს“, – განაცხადა ადვოკატმა.

გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.