თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას საქმეზე მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხს განიხილავენ
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას საქმეზე მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხს განიხილავენ

გიორგი რურუას ბრალდების საქმეზე ამ წუთებში წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. სასამართლოზე განიხილავენ მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხს.

დაცვის მხარე აცხადებს, რომ გამოძიებას რურუას წინააღმდეგ მტკიცებულებები არ გააჩნია და მას იარაღი ჩაუდეს, რაც უკავშირდება მის ანტისამთავრობო აქციებში მონაწილეობას და ასევე ტელეკომპანია „მთავარს არხს“, რომლის მეწილეც არის. ასევე ადვოკატები დღეს მოითხოვენ რურუას მიმართ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლას.

ბრალდების მიიჩნევს, რომ აღკვეთის შეცვლის საფუძვლები არ არსებობს. რაც შეეხება მტკიცებულებებს, საქმის პროკურორის თქმით, სასამართლოში წარდგენილ მტკიცებულებებს შორისაა მოწმეების ჩვენებები და ასევე ექსპერტიზის დასკვნები.

„მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლი გიორგი რურუა 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.