თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის საქმეზე სასამართლო სხდომა იმართება
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის საქმეზე სასამართლო სხდომა იმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის საქმეზე სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

მხარეები რამდენიმე საათის განმავლობაში სასამართლოში იყვნენ, თუმცა სხდომის დაწყება ვერ ხერხდებოდა.

13 ბრალდებულიდან დარბაზში სხდომას მხოლოდ რამდენიმე ესწრება, დანარჩენები სხდომას დისტანციურად ერთვებიან.

სახელმწიფო ბრალდება დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

საწინააღმდეგო პოზიცია აქვთ ადვოკატებს, ისინი დაკავებულების აღკვეთის გარეშე დატოვებას ითხოვენ, ალტერნატივის სახით კი, სასამართლოს გირაოს შეუფარდებენ.

„დღევანდელი სხდომა არის აღკვეთის განხილვა. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, შევთავაზებთ არა მხოლოდ გირაოს, არამედ სხვა არასაპატიმრო უზრუნველყოფას – მათ შორის ზედამხედველობას, თუნდაც სპეციალური სამაჯურით. საქმე მრავალტომიანია. ეს საქმე დაწყებულია 2021 წლის 5-15 აპრილის დროით, დღეის რიცხვით, მხოლოდ რვა ტომი მაქვს“, – აცხადებს ერთ-ერთი დაკავებულის, გიგა მჟავიას ადვოკატი ბესიკ ქერცივაძემ სხდომის დაწყებამდე.

ყველა დაკავებული ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს.