თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში მამაკაცმა ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა
თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში მამაკაცმა ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა

თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში მოქალაქემ ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ცეცხლის წაკიდების საშუალება მას სამართალდამცველებმა არ მისცეს და მამაკაცი ტერიტორიიდან გაიყვანეს.

როგორც სამოქალაქო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ წევრმა, დავით ქაცარავამ განაცხადა, მამაკაცი, რომელმაც თავის დაწვა სცადა, მათი მოძრაობის წევრია.

„ეს იყო ხელისუფლების მიმართ ერთგვარი პროტესტის გამოხატულება, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რასაც ამ ბოლო პერიოდში აქვს ადგილი”, – განაცხადა დავით ქაცარავამ.