თბილისის საქალაქო სასამართლომ საბა ჯიქიას ოთხი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა შეუფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ საბა ჯიქიას ოთხი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა შეუფარდა

სამართალდამცველზე თავდასხმაში ბრალდებულ საბა ჯიქიას თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მიიღო.

საბოლოო სიტყვის თქმის უფლებით ისარგებლა ბრალდებულმა საბა ჯიქიამ და განაცხადა, რომ მხნედ არის.

„შინაგანი შიში მაინც მაწუხებს, რადგან მეშინია დამარცხების და არ მინდა, მომავალმა თაობებმა მარცხის გამო გაგვკიცხონ. მზად ვარ, მხნედ ვარ და არ მსიამოვნებს, რომ თქვენს თვალებზე ცრემლებს ვხედავ, გაიღიმეთ ჩემთან ერთად“, – განაცხადა საბა ჯიქიამ და სასამართლოში შეკრებილ ახლობლებს მიმართა.

მოსამართლის გადაწყვეტილებას ხმაურით შეხვდნენ დარბაზში მყოფი საბა ჯიქიას მეგობრები და აქტივისტები.

საბა ჯიქია პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 2024 წლის 5 დეკემბერს დააკავეს. ჯიქია წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.