თბილისის საქალაქო სასამართლომ პარტია „ევროატლანტიკური ვექტორის“ სარჩელი „ევროპული საქართველოს“ საარჩევნოდ რეგისტრაციის გაუქმების შესახებ არ დააკმაყოფილა
თბილისის საქალაქო სასამართლომ პარტია „ევროატლანტიკური ვექტორის“ სარჩელი „ევროპული საქართველოს“ საარჩევნოდ რეგისტრაციის გაუქმების შესახებ არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პარტია „ევროატლანტიკური ვექტორის“ სარჩელი „ევროპული საქართველოს“ საარჩევნოდ რეგისტრაციის გაუქმების შესახებ არ დააკმაყოფილა. სარჩელი პარტიის თავმჯდომარე სერგო ჯავახიძემ შეიტანა.

ჯავახიძეს არგუმენტად მოჰყავდა საქართველოს საარჩევნო კოდექსის 197-ე მუხლი, რომელიც პარტიების საარჩევნოდ რეგისტრაციის წესს არეგულირებს და რომლის მიხედვითაც, პარტიას, რომელსაც მისი სიის წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრი არ ჰყავს, რეგისტრაციის ვადა პირველიდან 15 ივლისამდე აქვს. სერგო ჯავახიძის თქმით, „ევროპულმა საქართველომ“ განაცხადი გააკეთა 2 სექტემბერს, ანუ მაშინ, როდესაც ამ პუნქტით დადგენილი ვადა გასული იყო.

მისი თქმით, 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში პარტიის ახლანდელი წევრები ერთიანი „ნაციონალური მოძრაობასთან“ ბლოკის სიით გავიდნენ. შესაბამისად, ჯავახიძე აცხადებდა, რომ „ევროპულმა საქართველომ“ დაგვიანებით შეიტანა რეგისტრაციაზე საბუთები და მას რეგისტრაცია უნდა გაუქმებოდა, თუმცა სასამართლომ მისი არგუმენტები არი გაიზიარა. მოსარჩელე გადაწყვეტილების სააპალეაციო წესით გასაჩივრებასაც გეგმავს.

სხდომას „ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგი კაპანაძე ესწრებოდა. კაპანაძე სარჩელს აბსურდულად და დაუსაბუთებლად მიიჩნევს.