თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქეებს უფასო იურიდიული კონსულტაცია გაუწია
თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქეებს უფასო იურიდიული კონსულტაცია გაუწია

თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქეებს უფასო იურიდიული კონსულტაცია გაუწია. ყველა დაინტერესებულ პირს პირველად მიეცა შესაძლებლობა, სასამართლოსგან კვალიფიციური სამართლებრივი დახმარება მიეღო სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის მიმართულებით.

სასამართლოში განმარტავენ, რომ უფასო იურიდიული კონსულტაციის ფარგლებში გაცემული ინფორმაცია არ შეიძლება ჩაითვალოს, როგორც სასამართლოს პოზიცია კონკრეტულ საქმის წარმოებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, იგი არ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს და არ შეიძლება სამართალწარმოების პროცესში მიეცეს მტკიცებულებითი ძალა.

უფასო იურიდიული კონსულტაციის პროექტი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 11 თებერვლის რეკომენდაციის საფუძველზე ხორციელდება.