თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა
თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე გიორგი ჩიკვაიძეს გირაო პატიმრობით შეუცვალა, ირაკლი პაპიაშვილს მიმართ კი აღკვეთის ღონისძიება არ შეცვლილა.

მოსამართლეს პროკურორმა მიმართა შუამდგომლობით და აღნიშნა, რომ ბრალდებულები საკუთარ პროცესზე რამდენჯერმე არ გამოცხადნენ, ასევე არსებობდა მიმალვის საშიშროება, რის გამოც ბრალდების მხარემ პატიმრობა მოითხოვა.

პროცესი დასკვნით ეტაპზეა, გამოსაკვლევი მხოლოდ ბრალდებულთა ჩვენებებია.