თბილისის საქალაქო სასამართლომ ბექა ყორშია 2 200 ლარით დააჯარიმა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბექა ყორშია 2 200 ლარით დააჯარიმა

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ბექა ყორშია სასამართლომ 2 200 ლარით დააჯარიმა.

ყორშიას განცხადებით, მას სამართლიანი სასამართლოს იმედი არ ჰქონია. ყორშია აცხადებს, რომ მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ ჩაუდენია.

მისი თქმით, სამართალდამცველებმა დაკავებისთანავე იცოდნენ მისი ვინაობა. ყორშიას განმარტებით, მასზე სამართალდამცველებმა ფიზიკურად იძალადეს.

ბრალდების მხარე „მთავარი არხის“ ჟურნალისტს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა.