თბილისის საქალაქო სასამართლო ნიკა გვარამიას განცხადებებს ცილისწამებად აფასებს
თბილისის საქალაქო სასამართლო ნიკა გვარამიას განცხადებებს ცილისწამებად აფასებს

თბილისის საქალაქო სასამართლო ბრალდებულ ნიკა გვარამიას მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს მიზანმიმართულ ცილისწამებად და სასამართლო სისტემის დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს. ამის შესახებ აღნიშნულია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

საქალაქო სასამართლო განმარტავს, რომ ნიკა გვარამიას მიმართ საქმისწარმოება არსებითად განხილვის ეტაპზეა.

„2019 წლის 24 დეკემბერს „საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესის თანახმად“ სისხლის სამართლის საქმე არსებითი განხილვისათვის ელექტრონულად განაწილდა თბილისის საქალაქო სასამართლოს კოლეგიებში დადგენილი ვიწრო სპეციალიზაციების მიხედვით, მოსამართლეთა შემადგენლობების განსაზღვრის შესახებ, სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის შესაბამისი კატეგორიის ექვს მოსამართლეს შორის.

შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე, ბრალდებულ ნიკა გვარამიას სისხლის სამართლის საქმე განსახილველად მოსამართლე გიორგი არევაძეზე განაწილდა. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მოცემული საქმის ელექტრონულად განაწილებისას შესაბამისი კატეგორიის არცერთი მოსამართლე შვებულებაში არ გახლდათ. შესაბამისად ბრალდებულის მიერ დღეს გაკეთებული საჯარო განცხადებები მცდარია და არ შეესაბამება სიმართლეს“, – ნათქვამია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

დატოვე კომენტარი