თბილისის საქალაქო სასამართლო მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა
თბილისის საქალაქო სასამართლო მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

თბილისის საქალაქო სასამართლო მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. ამის შესახებ აღნიშნულია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მოხელეთა ნაწილი სამსახურებრივ უფლებამოსილებას დისტანციურად განახორციელებენ.

დისტანციური გრაფიკით შრომის რეჟიმზე  გადასვლის გადაწყვეტილება შეეხება ყველას, გარდა იმ თანამშრომლებისა, რომელთა დისტანციურად  მუშაობა სასამართლოს საქმიანობას შეაფერხებს.

დისტანციური შრომის რეჟიმზე გადასვლა არ ნიშნავს სამუშაო საათების შემცირებას ან თანამშრომელთა შვებულებაში გაშვებას, ამდენად,  აღნიშნული გადაწყვეტილება  შრომის ეფექტიანობას არ შეამცირებს.

საჭიროების შემთხვევაში დისტანციური შრომის რეჟიმზე  მყოფი თანამშრომელი ვალდებულია გამოცხადდეს სამსახურში მოთხოვნისთანავე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.