თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება 32 ადამიანს მიენიჭა

20:43, 04.10.2026

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებაზე საპატიო თბილისელები დააჯილდოვა.

აღნიშნული სტატუსი წელს 32 მოქალაქეს მიენიჭა.

კახა კალაძემ შეკრებილ სტუმრებს „თბილისობა“ მიულოცა. მისი თქმით, მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვისაც ყოველდღიურად შეაქვს საკუთარი წვლილი ქალაქის განვითარებაში.

წელს თბილისის საპატიო მოქალაქეები გახდნენ:

რამაზ ხეცურიანი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

დავით გორდელაძე – ექიმი, თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

მიხეილ კილოსანიძე – ხმის რეჟისორი;

ნინო სალუქვაძე – სპორტსმენი, ოლიმპიური ჩემპიონი;

ნუგზარ რუხაძე – ჟურნალისტი, დიპლომატი;

ვლადიმერ პაპავა – მეცნიერი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

ლერი ხაბელოვი – სპორტსმენი;

ივანე კუზანოვი – ექიმი, პლასტიკური ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

ავთანდილ დემეტრაშვილი – იურისტი, პროფესორი;

იური ოსიპოვი – მოფარიკავე;

კირა ანდრონიკაშვილი – მსახიობი, ხელოვნებათმცოდნე;

რევაზ კლდიაშვილი – ქიმიკოს-ინჟინერი, პროზაიკოსი, დრამატურგი;

მამუკა მიქელაძე – მხატვარი, მონუმენტალისტი;

ირმა გურიელი – ჟურნალისტი, მსახიობი;

იანო ალიბეგაშვილი – მომღერალი, ოპერის სოლისტი;

გიორგი ქორქაძე – მუსიკოსი;

დავით მეტრეველი – ექიმი, ენდოკრინოლოგი;

მურმან გელენიძე – მხატვარი;

ლევან ჯაფარიძე – ინჟინერი, მეცნიერი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი;

ტარიელ ონაშვილი – მომღერალი;

გივი შუღაროვი – ინჟინერი, პოლიტიკოსი;

ნუგზარ მეძმარიაშვილი – მხატვარი, მონუმენტალისტი;

თენგიზ ასათიანი – ექიმი, რეპროდუქტოლოგი, მეან-გინეკოლოგი;

ედიშერ მაჩაიძე – სპორტული მსაჯი, პროფესორი;

ელგუჯა ადამია – ექიმი, გასტრო-ენტეროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი;

რევაზ ჯავახიშვილი – მეცნიერი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი;

ბესარიონ დოჭვირი – მეცნიერი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი;

გიორგი ალიბეგაშვილი – პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი;

ზურაბ გოშაძე – პოეტი, ფილოლოგი;

რამაზ ხუროძე – ინჟინერი, მეცნიერი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

გრიგოლ (გია) მურღულია – პედაგოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი;

ჯემალ ძაგანია – პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

კახა კალაძემ დაჯილდოებულ პირებს, საპატიო თბილისელის წოდების აღმნიშვნელ სიგელთან ერთად, დედაქალაქის სიმბოლური გასაღებიც გადასცა.

მსგავსი