თბილისის სამ საბავშვო ბაგა-ბაღში სააღმზრდელო პროცესი ვერ განახლდა
თბილისის სამ საბავშვო ბაგა-ბაღში სააღმზრდელო პროცესი ვერ განახლდა

თბილისის სამ საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღში სააღმზრდელო პროცესი დღეს არ განახლდა. ესენია 132-ე, მე-2 და 76-ე ბაღები. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ განუცხადა.

მისი განმარტებით, 132-ე და მე-2 ბაგა-ბაღში ტექნიკური შეფერხებაა და სასწავლო პროცესი ორ კვირაში განახლდება.

რაც შეეხება ორხევში მდებარე 76-ე ბაგა-ბაღს, გვანცელაძის განცხადებით, ბაღში სააღმზრდელო პროცესი შარშან დეკემბერში შეწყდა, მიზეზი კი გაზის სუნი გახდა. ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, ახლა ექსპერტები მოკვლევას აწარმოებენ და შესაბამისი დასკვნის მიხედვით ბაღში სააღმზრდელო პროცესი განახლდება.

ბაგა-ბაღებში არდადეგების შემდეგ სააღმზრდელო პროცესი დღეს განახლდა.

დატოვე კომენტარი